2017-2019 წლებში შსს-მ ავტომობილების შენახვაზე 101 მილიონი ლარი დახარჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე 2019 წელს 4503 ავტომობილი ირიცხებოდა. ავტომობილების მოვლა-შენახვასა და საწვავზე 2017-2019 წლებში 101 935 331 ლარი დაიხარჯა.

შს სამინისტროს საკუთრებაში მყოფი ავტომობილებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით SKODA და TOYOTA-ს ფირმის ავტომობილი ფიქსირდება (SKODA -1673 ავტომობილი, TOYOTA – 1474 ავტომობილი).

აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში სამინისტროების მიერ საწვავში დახარჯული თანხების რაოდენობა იზრდება. 2018 წელს სამინისტრომ საწვავის შესაძენად 17 273 196 ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წელს 2.9 მილიონი ლარით მეტი.

შსს – საწვავი / მოვლა-შენახვა

  • 2017 – 25 255 550 / 13 882 505
  • 2018 – 17 273 196 / 13 932 686
  •  2019 – 20 216 896 / 12 090 288
  • ჯამი: 62 745 642 / 39 189 689

ფლანგვის დეტექტორის დათვლით, მხოლოდ 2019 წელს შსს-ს მიერ ავტომობილების მოვლა-შენახვაზე გაწეული ხარჯები საკმარისი იქნებოდა 12 000 სოციალურად დაუცველს მიეღო 1000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება.