აღმოჩნდა, რომ ქართველ ხალხს 2018 წლის არჩევნებში არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჰქონია გასაკეთებელი – აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხი ნანობს და ჩემს სინანულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. […] დღეს პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ამ გზისთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა. მისი პარლამენტში გამოსვლა თავიდან ბოლომდე იყო რესტარტი – მიცემული პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. მან ყველა შესრულებულ რეკომენდაციას “ფორმალურად შესრულებული“ უწოდა და უაპელაციოდ მოახდინა იმის დეკლარირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კურსს გადაუხვია. საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებებით თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებში “ჩაჯდა“. დღევანდელი გამოსვლა იყო არა რაღაც მიზნის კონსოლიდაციისთვის გამოსვლა, არამედ ეს იყო გამოსვლა მიზნის დაზიანებისათვის. მიზნის დაზიანებისათვის მან “ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ცნობილი მესიჯი გამოიყენა“,

 

ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.