2019-ში შსს-მ შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს – თაბაგარი მეზვრიშვილს პასუხობს

“2019-ში ხდებოდა ხილული დანაშაული, შსს-მ შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს”- ასე პასუხობს, თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილს. მეზვრიშვილმა თაბაგარი სიცრუეში  დაადანაშაულა, როდესაც განაცხადა, რომ შსს-მ 2019 წელს თბილისი პრაიდი არ დაიცვა.

“კონკრეტულად ლევან ვასაძემ იმ ზაფხულს 14 სხვადასხვა მუხლი დაარღვია. შექმნა ბანდ-ფორმირებები, დასდევდნენ ადამიანებს და გვემუქრებოდნენ.. გვაშინებდა სახელმწიფოც.  ჩემი სამოქალაქო აქტივიზმის მეხსიერებაში, რომელიც აგერ უკვე 10 წელზე მეტს ითვლის, 2019 წელი იყო ძალიან დიდი ჩავარდნა სახელმწიფოსთვის.იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ დაუპირისპირა ვერაფერი მოძალადე ჯგუფებს და ისევ ჩვენი გადამალვით ცდილობდა ფონს გასვლას.”ვერ დაგიცავთ, რაც გინდათ ის ქენით” იყო შსს-ს პასუხი 2019 წლის ღირსების მარშზე და პირდაპირი გაგებით შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს.დაგვტოვა ჩვენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებთან – გავიდოდით თუ არა და გავრისკავდით თუ არა სიცოცხლეს.

არ მინდოდა ამ ამბების კიდევ ერთხელ წამოწევა, მაგრამ ისტორია ვერ გადაიწერება ასე მოკლე დროში. აგერ, გუშინ ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ძალიან კარგად ჩანს რა ხდებოდა რეალურად 2019 წლის ივნის-ივლისში. აქვე დავამატებ, რომ მარტო შსს-ზეც არ მინდა გადატყდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობები. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უნდა ჰქონდეთ პირველ რიგში პოლიტიკური ნება და ჩემს წარმოდგენაში 2019 წელს ხელისუფლებას ეს ნება არ ჰქონდა”, – წერს გიორგი თაბაგარი ფეისბუქის გვერდზე.