ბიუჯეტის მონიტორის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს მთავრობამ 35.9 მლნ ლარის პრემიები გასცა, რაც 2018 წელთან შედარებით 3.6 მლნ–ით მეტია. რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, მასში მთავრობამ 270.34 მლნ ლარი დახარჯა. ეს თანხა გასული წლის მაჩვენებელს 32 მლნ–ით აღემატება.
ბოლო წლებში ჯამურად მთავრობის მიერ გაცემული პრემია/დანამატების სტატისტიკა ასეთია:
- 2014 წელი — 289,3 მილიონი ლარი;
- 2015 წელი — 303,5 მილიონი ლარი;
- 2016 წელი — 322 მილიონი ლარი;
- 2017 წელი — 305,6 მილიონი ლარი;
- 2018 წელი — 234,1 მილიონი ლარი;
- 2019 წელი — 270,4 მილიონი ლარი;
გამოდის, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში პრემია/დანამატებზე ბიუჯეტიდან ჯამურად 1,7 მილიარდი დაიხარჯა.