“2019 წლის ზაფხულში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა” – ასე ეხმაურება რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ნიკა მელიას არა მასზე თავდასხმის გამო, არამედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის აკავებენ.
“მე ვიცი, რომ 2019 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და თუ ნიკა მელიას აკავებენ, ეს ჩემზე თავდასხმის გამო არ არის. ეს არის უბრალოდ საბაბი, რომ გადატრიალება გაემართლებინათ. მე არ მაქვს საშუალება, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს თვალი ვადევნო, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების კარგად დაგეგმილი მცდელობა და მიზანი იყო ხელისუფლების ხელში ჩაგდება სააკაშვილის მიერ”,-თქვა გავრილოვმა “მთავართან”