2020 წელს 4999 ავარია მოხდა – გარდაიცვალა 450 ადამიანი, დაშავდა 6640

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაზარალდა  6 640 პირი.

საქსტატის ინფორმაციით, 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 137 სიმთვრალით იყო გამოწვეული.

საქსტატი მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.