სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაზარალდა 6 640 პირი.
საქსტატის ინფორმაციით, 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 137 სიმთვრალით იყო გამოწვეული.
საქსტატი მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.