2020 წლის არჩევნებზე თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად 8 ოლქი იქნება-კობახიძე

2020 წლის არჩევნებზე თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად 8 ოლქი იქნება. შეთანხმება ამ საკითხზე ოპოზიციასთან მიღწეულია. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,რომ  ამ საკითხზე  ოპოზიციასთან შეთანხმება დღეს დილით მოხდა.

„რამდენიმე ტექნიკური დაზუსტება გვექნება. თბილისში იქნება 8 ოლქი. ეს ერთი მანდატი მოაკლდება ერთ-ერთ რეგიონს. დავაზუსტებთ ამას და შემდეგ გაცნობებთ,”- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ახალი საარჩევნო მოდელით, თბილისის 7 საარჩევნო ოლქად დაყოფა იგეგმებოდა.