“2021 წელს ჩვენი შრომის შედეგს მადლიერი მოქალაქეების ღიმილში დავინახავთ”- ამის შესახებ,დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. მან მერიის თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
“დარწმუნებული ვარ, 2021 წელი იქნება უკეთესი და ჩვენ ყველა ერთად დავინახავთ ჩვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგს მადლიერი მოქალაქეების ღიმილში, ქალაქის სილამაზეში, ქუჩებში, სადაც ადამიანები პირბადეების გარეშე დადიან, ცხოვრობენ, უყვართ და უხარიათ.”- აცხადებს თბილისის მერი.