2022 წლის მაისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 505.7 მლნ აშშ დოლარი (1502.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 169.4%-ით (318.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. შემოსული გზავნილების 62.07% რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 313.9 მლნ დოლარი, რაც 888.78%-ით მეტია 2021 წლის მაისთან შედარებით.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.1% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1% მოდიოდა.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.1% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1% მოდიოდა.
ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა:
- რუსეთის ფედერაცია – 313.9 მილიონი დოლარი (888.73%-იანი ზრდა)
- ყაზახეთი – 20.81 მლნ დოლარი (586.63%-იანი ზრდა)
- ყირგიზეთი – 5.68 მლნ დოლარი (371.51%-იანი ზრდა)
- ბელარუსი – 1.29 მლნ დოლარი (210.08%-იანი ზრდა)
- ტაჯიკეთი – 1.86 მლნ დოლარი (202.98%-იანი ზრდა)
- უზბეკეთი – 1.33 მლნ დოლარი (191.67%-იანი ზრდა)
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია – 313.9 მილიონი დოლარი;
- იტალია – 36.82 მილიონი დოლარი;
- აშშ – 27.78 მილიონი დოლარი;
- ყაზახეთი – 20.81 მილიონი დოლარი;
- საბერძნეთი – 20.33 მილიონი დოლარი;
- ისრაელი – 16.07 მილიონი დოლარი;
- გერმანია – 13.31 მილიონი დოლარი;
- თურქეთი – 8.13 მილიონი დოლარი;
- ყირგიზეთი – 5.68 მილიონი დოლარი.
- ესპანეთი – 4.96 მილიონი დოლარი