“2021 წელი განსაკუთრებით მძიმე წელი იყო არაერთი მიმართულებით” – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიმდინარე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სფეროში იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წელი არაერთი მიმართულებით განსაკუთრებით მძიმე წელი იყო.
”პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებზე. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები კი წინა წლის მსგავსად არ აღმოჩნდა საკმარისი.
პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული სირთულეების წინაშე არიან სამედიცინო სექტორში, მომსახურების სფეროსა და მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, როგორც მძიმე შრომითი პირობების, ასევე დაბალი შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით. 2021 წელს დაფიქსირდა არაერთი გაფიცვა თუ სოციალური საპროტესტო აქცია, სადაც დასაქმებულები ითხოვდნენ ღირსეულ ანაზღაურებასა და საბაზისო შრომით უფლებებს”, – წერია ანგარიშში.
ანგარიშში მიმოხილულია 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიაზე თავდასხმის ფაქტები
”ამ გამოწვევათა კულმინაციის ნათელი მაგალითია თბილისში 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მოვლენები. 5 ივლისს “ღირსების მარშის” დაწყებამდე, დილიდან დაიგეგმა კონტრაქცია, სადაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები ათობით მედიის წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ არ უზრუნველყო ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა. შედეგად,”თბილისი პრაიდი” იძულებული გახდა, ღონისძიება გაეუქმებინა და ლგბტქი პირებს ფაქტობრივად წაერთვათ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა”
ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევები.
2021 წელს დაფიქსირდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევები.ლგბტქი თემის წევრებისთვის კვლავ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გამოხატვის და შეკრების უფლებების პრაქტიკაში თავისუფლად რეალიზება. აგრეთვე, გაიზარდა მედიის წარმომადგენელთა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისა და მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. გარდა ამისა, ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები ძირითადად გამოუძიებელია. ამ გამოწვევათა კულმინაციის ნათელი მაგალითია თბილისში 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მოვლენები. 5 ივლისს „ღირსების მარშის“ დაწყებამდე, დილიდან დაიგეგმა კონტრაქცია, სადაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები ათობით მედიის წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ არ უზრუნველყო ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა. შედეგად, „თბილისი პრაიდი“ იძულებული გახდა, ღონისძიება გაეუქმებინა და ლგბტქი პირებს ფაქტობრივად წაერთვათ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საია-ს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნები ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას.
“სასამართლოს სისტემაში კლანური მმართველობა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. კლანის ძალაუფლების ძირითად ბერკეტს იუსტიციის საბჭო და სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ გავლენიანი ჯგუფი სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას”.