“2022 წელს მოსალოდნელია 10 ახალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა “- ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ასევე თურნავას თქმით, ჰესებთან ერთად იგეგმება ახალი თბოსადგურის მშენებლობაც.
“იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით წინა ხაზზე და საქართველო არის ის ადგილი, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება პირველად ხვდება ჩვენს რეგიონში.”
შეგახსენებთ, რომ 2019-2021 წელს გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა ჯამში 384 დასახლებულ პუნქტში, დამატებით, 88 363 აბონენტისთვის, ხოლო 2022-2024 წლებში განხორციელდება 39 698 ოჯახის გაზიფიცირება 244 დასახლებულ პუნქტში. საერთო ჯამში, სულ 2019-2024 წლების გეგმებით დამატებით ბუნებრივი გაზი მიეწოდება 128 061 პოტენციური აბონენტს 628 სოფელში. ასეთი მასშტაბური გაზიფიკაციის მაგალითი იშვიათად მოიპოვება ევროპულ სახელმწიფოებში. ჩვენ დღეს ახლოს ვართ 93%-იან გაზიფიკაციის ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის დიდი სახელმწიფო ინვესტიცია”. – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.