2022 წლის იანვრიდან იზრდება პენსიის მოცულობა – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან პენსია გაიზრდება.

“2022 წლის იანვრიდან ასევე იზრდება პენსიის მოცულობა. 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია”,– თქვა მან მთავრობის სხდომაზე.

მისივე განცხადებით, ომში მონაწილე ვეტერანთა პენსია გაიზრდება 100 ლარამდე.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მომავლი წლიდან ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.