2022 წლის სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა

სახაროვის პრემია“აზრის თავისუფლებისთვის“ წელს უკრაინელმა ხალხმა მიიღო. ევროპარლამენტმა ჯილდო უკრაინის ცნობილი წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას საზეიმოდ გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში გაიმართა  პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ  ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

უკრაინის დელეგაციას წარმოადგენდნენ პარამედიკოსი იულია პაევსკაია, საზოგადოებრივი თავისუფლებების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრა მატვიიჩუკი, მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და მოძრაობა „ყვითელი ლენტის“ წევრები.

ჯილდო,  ოფიციალურად ოქტომბერში მიენიჭა “უკრაინის მამაც ხალხს, რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტი ზელენსკი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება”,

„ევროპის პოზიცია ნათელია: ჩვენ უკრაინასთან ვართ. ჩვენ მას თვალს არ ვაშორებთ. უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ დამოუკიდებლობისთვის, არამედ ღირებულებებისთვის. ღირებულებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ცხოვრებას ევროკავშირში და აღვითქვამდით მათ, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურუობას. ”- თქვა მან.

ეს ჯილდო ეძღვნება ბრძოლის ველზე მყოფ ყველა მამაც უკრაინელ კაცს და ქალს, მათ, ვინც ღია გულით მიიღო ხალხი საკუთარ სახლებში და მათ, ვინც დაკარგა ახლობლები და მეგობრები. მე ვიცი, რომ უკრაინის მამაცი ხალხი არ დანებდება. და გარწმუნებთ, არც ჩვენ დავთმობთ, დიდება უკრაინას!” თქვა მეცოლამ.