2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ანგარიშების შესახებ Meta-ს ინფორმაცია 47-ჯერ სთხოვა

მომ­ხმა­რე­ბელ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­თხო­ვის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რებ­მა Meta-ს 2023 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, 47-ჯერ მიმართეს, რაც 2022 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქმის, ორ­ჯერ მეტი გა­ნა­ცხა­დია.

ამის შე­სა­ხებ Meta-ს ან­გა­რიშ­ში წე­რია.

უმეტესი ნაწილი სისხლის სამართლის გამოძიებას უკავშირდებოდა, ხოლო საქართველოდან შესული მოთხოვნების 93.62% დაკმაყოფილდა, რაც ნიშნავს, რომ Meta-მ მოთხოვნილი ინფორმაციის უმეტესი ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა.

ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებს შო­რის ლი­დე­რობს. მა­გა­ლი­თად, მე­ზო­ბე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან Meta-ში 15, სომ­ხე­თი­დან კი სულ 5 ასე­თი გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­და.