2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ფიზიკის დარგში, უნგრელმა
მეცნიერმა ფერენც კრაუსმა განაცხადა, რომ ნობელის კომიტეტიდან მიღებულ თანხას უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს, იუწყება უნგრული გამოცემა Portfolio.
წლევანდელი ნობელის პრემია ფიზიკაში 11 მილიონი შვედური კრონაა (დაახლოებით $995,000), მაგრამ რადგან სამი გამარჯვებული იყო, ეს თანხა მათ შორის გაიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, კრაუსი პრიზის თავის ნაწილს გადასცემს საერთაშორისო ინიციატივას Science4People, რომელიც აღადგენს სკოლებს უკრაინაში.
იუნესკოს მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1300-ზე მეტი სკოლა მთლიანად განადგურდა.