“2024 წლამდე კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება არ არსებობს”- „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება დღეს არ არის.
„ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მთავრობა დააკომპლექტა და 2024 წლამდე კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ამიტომ კითხვა კოალიციურ მთავრობაზე არარელევანტურია”, – განაცხადა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.