2024-ში კენჭის ყრას ვგეგმავ, ოფიციალურ განცხადებას მალე გავავრცელებ – ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის მეორე ვადისთვის კენჭისყრას გეგმავს და საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად მალე წარადგენს.

“ამის შესახებ მალე განვაცხადებთ. თუმცა, ამ მოგზაურობამ გააძლიერა ჩემი ოპტიმიზმის გრძნობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს”. – აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას ირლანდიაში.