რაც შეეხება პარლამენტის ყოფილი წევრების პენსიებს. ცვლილება აქაც არის. იცით, რომ ბიუჯეტს განვიხილავთ. დღეს არსებული სისტემა ასეთია – თუ არ ვცდები, ანაზღაურების 1/3 არის პარლამენტის ყოფილი წევრის პენსია. თუმცა, ჭერია დადგენილი 560 ლარის ოდენობით და ამის ზემოთ ვერ იქნება. ახლა კი ეს ზედა ზღვარი, ჭერი 1000-ლარამდე იცვლება. ანუ, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება.