ორშაბათი, 20 მაისი , 2024, 11:24

ყოველთვიური არქივი: აპრილი 2024

“განცხადებებს ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას” – გვარამია ივანიშვილზე

"ჩვენ ამ განცხადებებს ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთის მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად. ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვევს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას და სასწავლებლად ისინი ვერ წავლენ ვერსად რუსეთის და რუსული გავლენის ქვეყნების გარდა.  გუშინდელი გამოსვლის მერე, ზიზღითა და შუღლით სავსე გამოსვლის, რეპრესიების მომწოდებელი გამოსვლის, იზოლაციონიზმის დამაანონსებელი გამოსვლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ საკითხი აღარ ეხება მხოლოდ რუსულ კანონს, მეტიც საკითხი აღარ ეხება არც ევროინტეგრაციას. საკითხი ეხება საქართველოს ისტორიული ხაზის და განვითარების სრულიად რადიკალურად შეცვლას. მკაფიოდ კოორდინირებული ქმედებებით, არამხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული საზოგადოების, ქართველი პატრიოტების, საქართველოს მომავალზე მზრუნველი ადამიანების, მხოლოდ ასე და ამგვარად არის შესაძლებელი რუსული ხელისუფლების დამარცხება. სისტემა უნდა დაინგრეს. ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. სამშობლო საფრთხეშია, ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ.  ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ", პარტია ახალი ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება

ყველაზე კომიკური კალაძის გამოსვლა იყო, რომელმაც ხალხს უთხრა, თბილისი აქ დგასო – სამადაშვილი

მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, იმიტომ, რომ გუშინ ჩვენ დავინახეთ რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს არანაირი...

ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწარით – ხაბეიშვილმა სხდომაზე “ოცნებას” ჩაწერილი ტაშის ხმა ჩაურთო

"ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწარით"- "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" ჩაწერილი ტაშის ხმა ჩაურთო. "პიედესტალზე იდექით ეს მილიონერები, გალამაზებულები, კარგი,...

გუშინ ივანიშვილმა დასავლეთს ომი გამოუცხადა ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა – სააკაშვილი

"საბოლოოდ გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა. მან იცის, რომ აგებს არჩევნებს და არჩევნების შემდეგ...

ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს – კობახიძე ზურაბიშვილზე

ჩემს მისალმებაში სპეციალურად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი (რედ. - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი) და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო...

EU-მა და აშშ-მა ივანიშვილს და მის გარემოცვას სანქციები უნდა დაუწესონ – გონჩარენკო

"დღეს ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა. ის აღარ მოაჩვენებს თავს ქართულ ოცნებად, ის კრემლის ოცნებაა, რომ საქართველო გახდეს ბელარუსი. და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ამის შეჩერება. ევროკავშირმა და...

მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა, არჩევნების მერე რეპრესიები დააანონსა – ჯაფარიძე ივანიშვილზე

- ყველა წარსული პრობლემა შეტენა დასავლეთს - დღესაც მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა - დასავლეთს დაემუქრა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის უკრაინაში არ შეგეშალოთო - არანაირი მართლმსაჯულების ან...

“გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაპირდა მეტ რეპრესიებს” – ლომჯარია

გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაპირდა მეტ რეპრესიებს. “ქართული ოცნება” ისე თვალსა და ხელს შუა გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე...

პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია​​​​​​​ – კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული”...

ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ. ამიტომ LGBT პროპაგანდისა და ენჯეოების შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა. ერთი მხრივ, ამ...

თუ გაბედავს და სასახლიდან ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ვერ გამოივლის – წულუკიანი პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, არის საქართველოს ფრანგი პრეზიდენტი, მე თავად საფრანგეთში საშუალო სკოლაც კი იქ დავამთავრე და მგონია, რომ ეს ჩემი მეორე ქვეყანაა, თუმცა ჩემი...