2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება – 40.4%-ით გაზარდეს. ინფორმაციას, რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი ავრცელებს.
გაზპრომმა რუსული გაზის მიწოდება ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში 22.2%-ით გაზარდა. კომპანია აღნიშნავს, რომ “განაგრძობს ახლო საზღვარგარეთში გაზის საიმედო მიწოდებას”. 2025 წელს გაზპრომმა ისტორიაში პირველად ჩინეთს უფრო მეტი გაზი მიაწოდა, ვიდრე ევროპას.
რუსული ენერგოკომპანია გაზპრომი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება – ის სანქცირებულია როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან.















