„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი, უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტები გვაქვს დაწყებული, რასაც რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვანა სჭირდება“
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ მას პრემიერ-მინისტრად, თეა წულუკიანს კი პრეზიდენტად ამზადებს.