„ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს. თქვენ, რადიკალები უმცირესობაში ხართ. ძალიან ცოტა ხართ და ამაზე შეგუება მოგიწევთ. 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც.[…] მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ გაზულუქებულ ზოგიერთ ბიუროკრატს, რომელიც ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკება. ჩვენ არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას, გინდ ევროინტეგრაციის პროცესით გვაშანტაჟონ, გინდ პირადად. საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ეს კარგად უნდა გაიგოს იმ ზოგიერთმა გაზულუქებულმა, კორუმპირებულმა, ევროპელმა ბიუროკრატმა. ეს თავიდან ფეხებამდე ძალიან კარგად უნდა გაითავისონ. ჩვენ ბევრი ასეთი რეზოლუცია გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, ახლა ვიზალიბერალიზაციით და ასოცირების შეთანხმებით. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, თუ ვინმეს სურვილი აქვს ნახოს, რა აქვს საქართველოს ამ მიმართულებით გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და შესრულებული ვალდებულებებით. ყველაფრით წინ ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მაგალითად, ჩვენზე ადრე მოიპოვეს კანდიდატის სტატუსი და გაუხსნეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ სხვა მოცემულობაა- საქართველოსთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება აქვთ იმიტომ, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ. მხედველობაში მაქვს ევროპელი გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატები, ყველაზე საუბარი არ მაქვს. ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ქართველმა ხალხმა უთხრა მათ არა. რა თქმა უნდა, ეს აგიჟებთ მათ და ამიტომ არიან გაგიჟებული, ხან ვიზალიბერალიზაციით გვაშანტაჟებენ, ხან კანდიდატის სტატუსით და ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით“

განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.