“ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში ზოგადად კერპთაყვანისმცემლობა ძალიან უხერხულია. ის სურათი, რასაც ჩვენ ვუყურებდით, შუა საუკუნეების რემისინციას წარმოადგენდა. შესაბამისად, ეს მოწოდებები რადიკალიზაციისკენ, დაძაბულობისკენ არის ვადაგასული. ეს დღის წესრიგი მათ ამომრჩეველსაც არ მოწონს”
ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ნაციონალური მოძრაობის აქციებზე. გუშინ ენმ-ს მხარდამჭერებმა სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცეს და გორის ჰოსპიტალთან ფრანები გაუშვეს, დღეს კი ისინი რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ.