ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 258 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი, ხოლო 571 გამოჯანმრთელდა.
21 თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 268 355
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 261 637
- მათ შორის გარდაცვლილი – 3435
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9653, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4697, PCR ტესტით – 4956
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,67%, ბოლო 14 დღის – 2,6%, ბოლო 7 დღის – 2,5%
- კარანტინის რეჟიმში – 328
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1723
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 231