21 სექტემბრიდან მეტრო კვლავ 00:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, 21 სექტემბრიდან მეტრო კვლავ 06:00-საათიდან 00:00-საათამდე იმუშავებს.

2019 წლის პირველი ივლისიდან მეტრო ტექნიკური სამუშაოების 23:00 საათამდე მუშაობდა. გასული წლის ივლისში მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, მასშტაბური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება.

სამუშაოებისთვის აზიის განვითარების ბანკმა თბილისის მერიას 15 მილიონ ლარზე მეტი გამოუყო.