მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 21 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, ასევე ეზოში მათე დევიძის ახლობლები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.