21 წლის პირველი რუსი სამხედრო უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო დამნაშავედ ცნეს

უკრაინის სასამართლომ  პირველი რუსი სამხედრო უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო დამნაშავედ ცნეს. 21 წლის, ვადიმ ჟიჟიმარინი არის პირველი რუსი სამხედრო, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაასამართლებენ. მას ბრალად, 62 წლის უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა ედება, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.

რუსი სამხედრო დანაშაულს სრულად აღიარებს. პროცესს ბრალდებულის ოჯახის წევრების გარდა დაღუპული უკრაინელი კაცის მეუღლეც ესწრება.

21 წლის, ვადიმ ჟიჟიმარინს.  უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით ასამართლებენ, რაც ომის წესებისა და კანონების დარღვევას გულისხმობს. მას 10-დან 15 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.