21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 21 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა  გამოაცხადა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, ასევე ეზოში მათე დევიძის ახლობლები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.