23 აპრილი: დადასტურდა COVID-19-ის 1271 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.

23 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 301 535
  • გამოჯანმრთელებულია – 284 286
  • გარდაცვლილია – 3 992
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 28 751 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 187, PCR ტესტით – 14 564
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,42%, ბოლო 14 დღის – 3,75%, ბოლო 7 დღის –  4,55%
  • კარანტინის რეჟიმში – 232
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 527
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 682