24 მარტს ბაიდენი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს გამოაცხადებს – სალივანი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ხუთშაბათს, 24 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

“რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ ახალ სანქციებზე იქნება ფოკუსირებული, არამედ იმის უზრუნველყოფაზე, რომ ერთობლივი ძალებით ხდება უკრაინაში შეჭრის აღკვეთა. ეს შემდგომი ფაზის მნიშვნელოვანი ნაწილია”. – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.