გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ ”ძალიან მალე რუსეთის ხელმძღვანელობა იგრძნობს, თუ რა მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ” უკრაინაში შეჭრის გამო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მისი თქმით, პუტინი “არ შეცვლის თავის გზას ერთ ღამეში”, ამიტომ „გუშინ გერმანიამ გადავწყვიტა, რომ უკრაინას იარაღს გადასცემს თავის დასაცავად”.
კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია გააფართოვებს თავდაცვის ხარჯებს და გამოყოფს 100 მილიარდ ევროს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის.
მანვე აღნიშნა, რომ “2022 წლის 24 თებერვალი ჩვენი კონტინენტის ისტორიაში წყალგამყოფია , გერმანია კი ისტორიის სწორ მხარეს დგას.
„საშინელი სურათები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ კიევიდან, მარიუპოლში, აჩვენებს, თუ რამდენად არაკეთილსინდისიერია პუტინი. ეს იმდენად უსამართლოა, უკრაინელების ტკივილი ნამდვილად გვიახლოვდება გულთან“.
[…] ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას ამ სასოწარკვეთილ სიტუაციაში და ეს გავაკეთეთ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში. უკრაინაზე თავდასხმა ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ დროში ვართ. როგორც დემოკრატები, როგორც ევროპელები, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, ისტორიის სწორ მხარეს“, – თქვა შოლცმა.