„პოლიტიკური პროცესია და იქნება პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების მართული პროცესი, მაგრამ შეუძლებელია საზოგადოებრივმა სახეებმა ვმართოთ პოლიტიკური პროცესი პოლიტიკური შემადგენლის გარეშე. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს პოლიტიკური მოცემულობაა. მოგვწონს ეს პოლიტიკოსები თუ არ მოგვწონს, ეს რეალობაა, რომ საქართველოში დღეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი არის ამ ხალხით და ამ ფერებით წარმოდგენილი. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების სახეები პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვცდილობთ, ახალი პოლიტიკური მოცემულობის, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას, სადაც ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული ღარიბაშვილების, კობახიძეების და იმ რაღაცა გამოყოფილების დღის წესრიგზე, რომლებსაც ისინი გვიქმნიან და გვაკნინებენ […]ეს არის პოლიტიკური პროცესების ღალატი, როდესაც ქვეყანა ითხოვს სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს, სწორ პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკური ისტებლიშმენტი არის გადამალული, აი, ესაა კოლაბორაციონიზმი. ყველა უნდა გამოვიდეს მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს. მე იქ არც ცოლად მომყავს არავინ და არც სიძედ მჭირდება ვინმე. მომწონს თუ არ მომწონს საქართველოს გამო, ჩვენი სამშობლოს გამო, ჩვენი შვილების მომავლის გამო, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ვიტანთ ერთმანეთს თუ არ ვიტანთ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნავი რომ იძირება და წყალია ამოსახაპი და ნიჩაბია მოსასმელი, იქ ვინმე იწყებს ლაპარაკს, რომ მე ამის მოსმული ნიჩაბი არ მინდა? წყენები გვერდზე გადავდოთ ბატონებო რა, თორემ 1921 წელი განმეორდება, ლევილის სასაფლაოზე რომ მტყუან-მართალს არჩევდნენ და სამშობლოს გარეშე დარჩნენ. […] კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ ეს ხელისუფლება ვერ გამოგვიყვანს, წერტილი. ეს მათი ოცნებაა, რომ კონსტიტუციის ფარგლებიდან გამოგვიყვანონ, მაგრამ პირველ რიგში თვითონ არიან გასულები კონსტიტუციის ფარგლებიდან. თვითონ აქვს ნათქვამი პრემიერ-მინისტრ, რომ რუსეთი რომ დაესხას თავს საქართველოს, ის ქვეყანას არ დაიცავს“,

ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის” ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.