24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის 35 028 მოქალაქე შემოვიდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომარციით, 24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 35 028 მოქალაქე შემოვიდა, 20 733 მოქალაქე კი გავიდა.

„აღნიშნულ პერიოდში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა 35 028 უნიკალური პირის შემოსვლა, ხოლო 20 733 შემთხვევაში ფიქსირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა გასვლა. სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ყოველი საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის (შემოსვლა/გასვლა) შესახებ ინფორმაციის დამუშავება განხორციელდა ერთჯერადად. საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/- 2,4%”, – ნათქვამია შსს-ს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში.