”ჩემი მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში პუტინისთვის იყო მომგებიანი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა 24 თებერვლის შემდეგ, მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. მოწამვლა მოხდა “ციხის საავადმყოფოში” იძულებით გადაყვანის დროს, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და, როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა, სასწაული მოხდა, რომ არ მოვკვდი. მიუხედავად იმისა, რომ მოწამვლამ ძალიან მძიმე სიმპტომები დატოვა. თუ დაკავების დროს ჩემი წონა იყო დაახლოებით 120 კგ, ახლა უკვე 72 კგ-ს ვიწონი.”

განაცხადა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინსკაია პრავდასთვის მიცემულ ინტერვიუში.