ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში კანონდარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 მილიონზე მეტი ლარის ჯარიმა გამოწერა.
1-ლი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე დაფიქსირდა კანონდარღვევის 706 ფაქტი.
- ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს;
- საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა;
- 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე;
- თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა;
- მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, შსს-მჯამში 2 130 000 ლარის ჯარიმა გამოწერეს.