24 საათში მტრის 2 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ – ЗСУ

ბოლო 24 საათში უკრაინელებმა  რუსი ოკუპანტების 2 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩვენმა ავიაციამ მიიტანა 5 დარტყმა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის წერტილებში. საჰაერო ძალებმა ჩამოაგდო CУ 25-ის ტიპის 2 რუსული თვითმფრინავი და KА 52-ის ტიპის 1 ვერტმფრენი და Орлан-ის ტიპის 1 უპილოტო საფრენი აპარატი და X59-ის ტიპის 2 საავიაციო ბაზირების რაკეტა”,- ნათქვამია განცხადებაში.