ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე სამი მიმართულებით კონტრშეტევა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.
კონტრშეტევა სხვადასხვა შედეგის განვითარდა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამხედროები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის რეჟიმიდან შეტევის რეჟიმზე გადავიდნენ და 200 მეტრიდან თითქმის 2 კილომეტრამდე მანძილზე გავიდნენ.