24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ზელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ იმსჯელებენ, რა გაიხსნება 24 დეკემბერს, თუმცა ყველაფრის გახსნა სახიფათო იქნება.

“24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება… თუ ჩვენ შევძელით სტაბილიზაცია სიტუაციის, რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ მოვემზადოთ.

პირველ რიგში, ჩვენ ხომ იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ვატაროთ ყველამ ყველგან პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, შავ პარასკევს რაც მოხდა იგივე რომ განმეორდეს, რომ გაიხსნება ყველაფერი… ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამას. არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა გვაჩვენებს თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს”, – თქვა იმნაძე ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მთავრობამ საახალწლოდ, 24 დეკემბრიდან დაანონსა.