რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გახსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებს აგრარული ბაზრები ისევე, როგორც ფუნქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს, რომელიც არის დაშვებული დღეის მდგომარეობით,“- თქვა ცქიტიშვილმა
ნახეთ, სრულად რა შეზღუდვები იხსნება და რჩება 24 დეკემბრიდან.