24 ივლისს საქართველოში აშშ-ს მიერ ნაჩუქარი, Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვა. ინფორმაციას, მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.
ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმით, სინოვაკისა და ფაიზერით აცრა მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ.