25 აპრილს ბრიუსელში ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 25 აპრილს NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. სტოლტენბერგი ღარიბაშვილს ბრიუსელში NATO-ს სათავო ოფისში მიიღებს.

ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცენტრალური ევროპის დროით 15:00-ზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) კი სტოლტენბერგი და ღარიბაშვილი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.