“ერთი რამ დანამდვილებით და მტკიცედ ვიცი, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირდაპირ ვლადიმერ პუტინია, რადგან ნავალნი პირადად მისი პატიმარი იყო. მხოლოდ მისი პირადი ბრძანების საფუძველზე შეუძლიათ მოქმედება FSB-ს მეორე სამსახურის მომწამვლელებს, საქმეების განხილვა და სასჯელების გამოტანა გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, ციხის მაღალჩინოსნებს კი პატიმრების წამება.
ამ კაცმა, მისი 25-წლიანი ძალაუფლების განმავლობაში, მხოლოდ სიკვდილი მოიტანა – სწორედ იმ შემოდგომიდან, როცა ბინებში მძინარე მშვიდობიანი ადამიანები ღამე საცხოვრებელი ბინებში ააფეთქა. შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა.
ეწირებიან საუკეთესოები – ყველაზე მამაცები, ყველაზე გულწრფელები, ყველაზე მზრუნველები. ყველა ბრუნდება – მათ გარდა, ვინც საჭიროა”. და მხოლოდ შურისმაძიებელი, მშიშარა, ხარბი მოხუცი კაცი ინარჩუნებს სასიკვდილო ძალას და ანადგურებს ყველას, ვისგანაც საფრთხე შეექმნება მის ძალაუფლებას”,
რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.