კეი-პოპ ვარსკვლავი, ჯგუფ ეფექსის ყოფილი სოლისტი სული საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
25 წლის კორეელი ვარსკვლავი გარდაცვლილი საკუთარმა მენეჯერმა ნახა.
გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება.
სულის მეგობარმა კეი-პოპ ვარსკვლავმა ჯონჰიუნმა 2017 წელს 27 წლის ასაკში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.