მქონდა ილუზია და სურვილი, რომ აღმოჩნდებოდა საქართველოში ისეთი მოსამართლე, რომელიც ამ პროცესს სწორად წაიყვანდა. მაგრამ, მგონი, ეს ჩემი ოცნება იყო – არარეალურზე ვოცნებობდი. შეიძლება, ხმამაღალი სიტყვები იყოს, მაგრამ, მოდი, ასე ვიტყვი, მთავრობამ რომ არ მოგვინათლოს, თითქოს ჩვენ 26 მაისს ხელს ვუშლით – არა, ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც გვეკადრება. ჩემი შვილი რუსულ კანონს შეეწირა, იმის შემდეგ ბევრი რუსული შემოგვთავაზეს. 26-ის შემდეგ ან ეს რუსეთუმე ხელისუფლება, რუსული ნარატივის გამტარებელი ხელისუფლება, ან ჩვენ, ის 90%, რომელიც ვირჩევთ ევროპას. დაანონსდება აქციები და ბოლომდე მივყვებით – ან ეს მთავრობა, ან ჩვენ, ხალხი, ვისაც გვინდა ევროპა. […] ბავშვი გირაოთი მაინც გამოეშვათ. 2 თვე გადის 29-ში. შემდეგ კიდევ გადადებენ, მერე კიდევ. გამოუშვი გირაოთი და რამდენიც გინდა, წელე… ბავშვი ახლა ვნახე, კიდევ გამხდარია.