ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 320 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო პაციენტი 10 გარდაიცვალა.
26 თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 270 137;
- გამოჯანმრთელებულია – 264 047;
- გარდაცვლილია – 3 485;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 25 436, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 311 PCR ტესტით – 8 125
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,32%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 2,03%
- კარანტინის რეჟიმში – 304
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 542
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 167