26 მაისიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა მიღებას განაახლებს. 93-ვე დაცული ტერიტორიას შორის, იხსნება მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე.
სამუშაო დროები:
- პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00
- სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
- ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
- ოკაცეს კანიონი: სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00
- ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00
- მარტვილის კანიონი: სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00
ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:
-
-
- დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას ვიზიტორებს უნდა ეკეთოთ პირბადე, რომელიც კარგად ფარავს ცხვირს და პირს
- ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია 5 ვიზიტორის ყოფნა
- ვიზიტორებმა უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი
- რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან დისტანციურად https://guru.ge/
-