26 წლის ყაზახი ქალის აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცავლა. მისი ადვოკატის თქმით, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.
ბესიკ თორდუა კლინიკა „ვივა მედში“ დღეს გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, 26 წლის აისელ აიტპაევა 5 მაისს, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი იპოვეს. მისი გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ბესიკ თორდია 6 მაისს დააკავეს.