“ვაჩვენებთ ხალხის ძალას” – 27 ოქტომბერს “ოცნება” აქციას გამართავს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აქციას ჩაატარებენ.

“გაცნობებთ, რომ ზეგ, 27 ოქტომბერს გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის”,- თქვა მან ბრიფინგზე.

კობახიძე მოუწოდებს ადამიანებს, ვისთვისაც “ძვირფასია ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება”, აქციას შეუერთდეს.