ამის შესახებ, „ბათუმელებთან“ კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის, შოთა გორგაძის ძმამ, იოსებ გორგაძემ განაცხადა.
„ ჩემს ძმას 27 მოტეხილობა აქვს თავის არეში, ამას ვერც პატიმარი გააკეთებდა ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინა…“ – ამბობს შოთა გორგაძე, – „მთელ საქართველოს უნდა მოვუწოდო ის, რომ პატიმრები მართლაც დაუცველი არიან და კიდევ აღარ განმეორდეს.ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს საქართველოში.მე ციხის უფროსთან მქონდა საუბარი… მათ აქვთ სცენარი, რომ თითქოს საკანში მოხდა ეს ყველაფერი. ეს უკვე სასაცილოა. მე-10 სართულიდან რომ გადმოვარდეს ადამიანი, ამ სიმძიმის ტრავმას ის ვერ მიიღებდა,“ – უთხრა შოთა გორგაძემ “ბათუმელებს”.
46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე კლინიკაში 2025 წლის 29 იანვარს გადაიყვანეს დაზიანებებით, რომელიც მას ციხეში მიაყენეს. პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.